Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

    კსუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს.

    ფაკულტეტს ემსახურებიან კვალიფიციური პროფესორები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები, რაც მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

    ფაკულტეტი მუდმივად ზრუნავს, დააკავშიროს სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებლებთან საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში როგორც სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებით, ასევე პრაქტიკული გასვლითი ლექცია-სემინარებით. ფაკულტეტის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, შეინარჩუნოს მიღწეული შედეგები და იზრუნოს უფრო მაღალი წარმატებების მისაღწევად.

    ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამები

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამები:

    1. მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    2. ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    3. ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    4. ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    5. ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    6. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    7. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    8. საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
    9. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

     

    ფინანსების საბაკალავრო პროგრამა

    პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. სტუდენტების სტაჟირება, შემდეგში დასაქმების პერსპექტივით, უზრუნველყოფილია საბანკო სექტორში, სადაზღვევო კომპანიებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. პროგრამის სტუდენტებისათვის ტარდება გასვლითი ლექციები საქართველოს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებში. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ფასიანი ქაღალდების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზის სკოლა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ბირჟის ვირტუალურ სივრცეში. სტუდენტი სწავლობს რისკების მართვას, ვაჭრობის ფსიქოლოგიას, საბირჟო კომერციის პრაქტიკულ ასპექტებს, კაპიტალის ბაზრის შესახებ ინფორმაციის გაანალიზებასა და კრიტიკულ გააზრებას.

    მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა

    მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა თანამედროვე სტანდარტებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოს ბიზნეს საგანმანათ­ლებლო სივრცისათვის ისეთ ახალსა და აქტუალურ მიმართულებებზე, როგორებიცაა გუნდური პროექტების, მეწარმეობისა და ბიზნესგეგმების მომზადება და პრეზენტაცია. თეორიული სწავლების პარალელურად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება ხორციელდება ფაკულტეტზე შექმნილ ბიზნესინკუბატორში, სადაც ხდება ბიზნესიდეების გენერირება, აკუმულაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტების შერჩევა ხდება კონკურსის გზით; მათ შორის გამარჯვებულის პრეზენტაცია წარედგინება ბიზნესსექტორის გარედან მოწვეულ წარმომადგენლებს საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.

    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

    ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სასწავლო კურსებს, რომლებიც უზრუნველყოფს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას; მაგალითად, სასწავლო კურსი „დაჯავშნის საერთაშორისო სისტემები“, რომელსაც სტუდენტებს ტურისტული კომპანიის „Discover Georgias” წარმომადგენელი შეასწავლის, ჩამოუყალიბებს უნარებს, მართონ არსებული ეროვნული და საერთაშორისო ჯავშნის სისტემები ტურისტულ ბიზნესში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები და საჭიროებები. ტურიზმის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ, შეისწავლონ საქართველოსა და მსოფლიოში პოპულარული და აქტუალური სასტუმროების მართვის პროგრამა „Opera“, რომელიც დანერგილია ევროპული სასტუმროების ბრენდების მიერ. სასტუმროს ინდუსტრიაში მართვის სისტემა ოპერა ცნობილია, როგორც OPERA (PMS), რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფას; გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს ფრონტოფისის, გაყიდვების, დაგეგმვისა და სხვა სერვისების კოორდინაცია. პროგრამის შესწავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატი (ინგლისურსა და ქართულ ენებზე). პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე ტურისტული ბიზნესგარემოს სტანდარტები, საჭიროებები.

    ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები

    ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. პროგრამები თეორიულთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, სწავლის პერიოდში განივითარონ ყველა ის უნარი, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან კადრებად და დაეხმარება დასაქმებაში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

    პროგრამებზე სწავლება მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდებით, კერძოდ, გრაფიკული დიზაინის საფუძვლები, WEB აპლიკაციების დაპროგრამება, Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, ჰიბრიდული მობილური აპლიკაციები, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, ქსელების ადმინისტრირება და სხვ. სტუდენტები ამზადებენ რეალურ პროექტებს და შესაძლებლობა აქვთ შექმნან საკუთარი პორტფოლიო, რითაც წარდგებიან დამსაქმებლების წინაშე.

    პროგრამაში მნიშვნელოვანია IT პროექტების მართვის კურსი, რომელიც აჯამებს მანამდე მიღებულ ცოდნას. სტუდენტები საერთო ინტერესების მიხედვით იყოფიან გუნდებად, არჩევენ რეალურ პროექტებს, სემესტრის განმავლობაში კი თითოეული გუნდი დამოუკიდებლად მუშაობს. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს პროფესორის ზედამხედველობის ქვეშ. კურსი მიმართულია ისეთი ღირებული უნარების გამომუშავებაზე როგორებიცაა - ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა.

    პროგრამის ბოლო სემესტრში სტუდენტები გადიან პრაქტიკას წამყვან დაწესებულებებში და დასაცავად წარადგენენ საბაკალავრო პროექტს.

    საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

    საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამაა, რასაც ყოველწლიურად ამ პროგრამაზე სწავლის მსურველ მაგისტრანტთა მზარდი რაოდენობა ადასტურებს. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალკონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; ისინი მზად არიან, წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხვა პროფილის საერთაშორისო კომპანიებში. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, სტუდენტებში პრაქტიკული და თეორიული კვლევის უნარ–ჩვევების სიღრმისეულად ათვისებას.

    საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

    პროგრამა უნივერსიტეტში მოქმედებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. პროგრამის ძლიერი მხარეა ორიენტირი საერთაშორისო მარკეტოლოგის აღზრდაზე. პროგრამა მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც საჭიროა მაგისტრის საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სპეციალისტის აღსაზრდელად. პროგრამის სასწავლო კურსები სტუდენტს აძლევს ფართო და ამავე დროს ღრმა პროფესიულ ცოდნას საერთაშორისო ბაზრების ინდიკატორების შესახებ.

    საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში დაგეგმილია ამერიკელი და ევროპელი პროფესორების ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს მაგისტრანტთა მაღალპროფესიულ კადრად აღზრდასა და მათ ინტეგრაციას მსოფლიოსთან.

    ბიზნესის ფაკულტეტი

    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა 

    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების მაღალკვალიფიციური მეცნიერ-მკველვერებისა და აკადემიური სფეროსთვის პროფესორ-მასწავლებელთა მომზადებაზე. პროგრამა სრულად არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტენიკური ბაზით. კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულებასა და პრაქტიკულ მნიშვნელობას უზრუნველყოფს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პროფესორების უშუალო ჩართულობა ბიზნესის განვითარებისა და სრულყოფის აქტუალური საკითხების კვლევასა და პრაქტიკულ განხორციელებაში.


    ფაკულტეტის დებულება 


     

    კონტაქტი

    ადრესატი

    ბიზნესის ფაკულტეტი

    info.business@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.