Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ფაკულტეტის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ფაკულტეტის საქმიანობის მიმართულებასა და პოლიტიკას. ფაკულტეტის საბჭოს თავჯმდომარეობს დეკანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტზე არჩეული აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი ფაკულტეტზე.

    ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

    შეიმუშავებს ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

    ადგენს ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გეგმას;

    სამეცნიერო კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ამზადებს ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშს;

    ახორციელებს მიმდინარე პროექტების, მათ შორის, საგრანტო პროექტების შესრულების მონიტორინგს;

    განიხილავს მომზადებული სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს;

    ახდენს ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილებას და წარუდგენს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს;

    განიხილავს ფაკულტეტზე დაგეგმილ ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განსახორციელებელ ცვლილებებს. საბჭოს დასკვნა და რეკომენდაცია წარედგინება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსსა და რექტორს;

    წარადგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში;

    განიხილავს ფაკულტეტის წინაშე მდგარ სხვადასხვა მიმდინარე საკითხს, რომლის გადაჭრის კომპეტენცია ცდება ჩვეულებრივ ყოველდღიურობას.

     

     

     

    კონტაქტი

    ადრესატი

    ბიზნესის ფაკულტეტი

    info.business@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.