კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ანიჭებს ბაკალავრის კვალიფიკაციას.
სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად შექმნილი „სტუდენტთა მისაღები კონტინგენტის დაგეგმვისა და სტუდენტთა ჩარიცხვის წესის“ მიხედვით.
უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.
ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტები:
- განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გამოიცემა რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ.
უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაშვებულია:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- აქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში-სამინისტრო) მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.