უნივერსიტეტში დაინერგა თანატოლი მენტორების ინსტიტუტი, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პირველკურსელთა და მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის გაცნობა, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმა, სხვადასხვა მიმართულებით კონსულტირება/რეკომენდაციების გაწევა. მენტორი თავის სტუდენტურ ჯგუფთან საქმიანობას ახორციელებს უშუალო შეხვედრებით, ინდივიდუალური კონსულტაციებით, სოციალურ ქსელში ჯგუფური კომუნიკაციის საშუალებით, ექსკურსიებისა და სხვა შეკრებების მოწყობის გზით.
სტუდენტ-მენტორის საქმიანობის წესი