Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    სწავლის საფასური მოცემულია ერთი აკადემიური წლის მიხედვით

     

    საბაკალავრო

    საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2490 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი, 8 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: საუნივერსიტეტო სავალდებულო და არჩევითი, საფაკულტეტო სავალდებულო და არჩევითი, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და თავისუფალი კრედიტების მოდულები;

    პროგრამის ხელმძღვანელი:  ალიკა გუჩუა; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან,

    პროგრამა ხორციელდება 2012-2013 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2490 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი, 8 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია : ჟურნალისტიკის ბაკალავრი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: საუნივერსიტეტო სავალდებულო და არჩევითი, საფაკულტეტო სავალდებულო და არჩევითი, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და თავისუფალი კრედიტების მოდულები;

    პროგრამის ხელმძღვანელი: ზაზა ცოტნიაშვილი; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან;

    პროგრამა ხორციელდება 2012-2013 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    ინგლისური ენა და ლიტერატურა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2490 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი, 8 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: საუნივერსიტეტო სავალდებულო და არჩევითი, საფაკულტეტო სავალდებულო და არჩევითი, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და თავისუფალი კრედიტების მოდულები;

    პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა პარინოსი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან,

    პროგრამა ხორციელდება 2024 წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    სამაგისტრო

    საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 2500 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი, 4 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სასწავლო და კვლევითი კომპონენტები; სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი მოდულებისგან;

    პროგრამის ხელმძღვანელი: ვახტანგ მაისაია; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან;

    პროგრამა ხორციელდება 2012-2013 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 3000 აშშ დოლარი

    (საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირებისათვის) - 3000 ლარი).

    პროგრამა დამატებულია ავტორიზაციით: 02.02.2021 წ.

    პროგრამის მოცულობა: 120 ECTS კრედიტი;

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი (2 სასწავლო წელი);

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსები; სპეციალობის სამოდულე სავალდებულო სასწავლო კურსები; სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები; პრაქტიკული კომპონენტი; კვლევითი კომპონენტი;

    პროგრამის ხელმძღვანელი: ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ოსტროვიეცის ბიზნესისა და მეწარმეოების უნივერსიტეტის პროფესორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (პოლონეთის რესპუბლიკა); თანახელმძღვანელი: პროფესორი, მარია ესპონა.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან;

    პროგრამა ხორციელდება 2021 სასწავლო წლიდან სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

    მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება - 2500 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი, 4 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი მედიის კვლევებში;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები:

    სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსების მოდული რამდენიმე ძირითად მოდულს ითვალისწინებს: მედიის ფუნდამენტური პრინციპებისა და თეორიების მოდული, რომელშიც გაერთიანებულია: მასკომუნიკაციის თანამედროვე თეორიები; მსოფლიოს ინფორმაციული რუკა; საინფორმაციო სტრატეგიები; კომუნიკაციის აუდიოვიზულური ფორმები 1 და 2. კვლევითი სასწავლო კურსების მოდული, რომელიც მაგისტრანტის მკვლევრად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მასში გაერთიანებულია შემდეგი სასწავლო კურსები: მედიის კვლევების ფორმები და ტექნოლოგიები; მედია პოსტსაბჭოთა საქართველოში; ლოკალური მედიის ტენტენციები საქართველოში. ტექნოლოგიების შესწავლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსების მოდული, რომელიც მულტიმედია სპეციფიკის სწავლებაზეა ორიენტირებული. მასში გაერთიანებულია შემდეგი სასწავლო კურსები: ვებ პროგრამირება; წერა მულტიმედიისთვის; მულტიმედია ტექნოლოგიები 1 და 2; მედიაფორმატირების ხელსაწყოები (ტექნოლოგიები და კონტენტი);

    პროგრამის ხელმძღვანელი: ზაზა ცოტნიაშვილი; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი;

    პროგრამა ხორციელდება 2019-2020 სასწავლო წლიდან, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    სადოქტორო

    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 3000 ლარი.

    სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი, 6 სემესტრი;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი;

    პროგრამის შემადგენელი მოდულები: სასწავლო და კვლევითი კომპონენტები; სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და მოდულებისგან;

    პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ კიკნაძე; სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან;

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2017-2018 სასწავლო წელს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

    მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა - 3000 ლარი.

    პროგრამის მოცულობა 180 კრედიტი, სწავლის მინიმალური ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი;

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისგან;

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი.

    პროგრამის ხელმძღვანელი - ხათუნა კაჭარავა,სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

    კონტაქტი

    ადრესატი

    სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    info.social@ciu.edu.ge

    თქვენი სახელი

    ელ-ფოსტა

    თემა

    შეტყობინება

    მეილი ვერ გაიგზავნა!
    მეილი წარმატებით გაიგზავნა.