Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი არის ინტერნაციონალიზაცია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება განათლების ინტერნაციონალიზაციის ეროვნულ პოლიტიკას და სრულ თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცესა და ბოლონიის პროცესთან.

    ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა, საერთაშორისო ცნობადობის და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი და დემოკრატიული ღირებულებების მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზე. უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში; წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ინტერნაციონალიზაციაში; ასევე ხელი შეუწყოს პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ და კვლევით პროცესებში ჩართვას.

    ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია