კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი მაგდა ეკალაძე გაცვლითი პროგრამით მიემგზავრება პოლონეთში - The Mazovian Academy in Płock.
მაგდა ეკალაძემ Erasmus+ პროგრამის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გამოირჩა კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აღსანიშნავია, რომ The Mazovian Academy-მ მხოლოდ ერთი სტუდენტისთვის გამოყო კვოტა.
ვულოცავთ მაგდას აღნიშნულ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ საერთაშორისო აკადემიურ თავგადასავალში!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება