30 ნოემბერი, 14:00, აუდიტორია #305
„ვსაუბრობთ ქალთა უფლებებზე“ - საჯარო შეხვედრის ფარგლებში გაიმართება კინოფილმის - „ანას ცხოვრება“ - ჩვენება.
ღონისძიება ტარდება CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტების ორგანიზებით.
სპიკერები:
ნინო ბასილია - კინორეჟისორი, დრამატურგი, კინოფილმის - „ანას ცხოვრება“ - რეჟისორი;
რუსუდან კვარაცხელია - კინომცოდნე, CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი;
ბელა ფიფია - სამართალმცოდნე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი.
ფილმის შესახებ - „ანას ცხოვრება“ ახალგაზრდა ქართველი მარტოხელა დედის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი და აუტიზმით დაავადებული შვილის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოდ აშშ-ში გამგზავრებას გადაწყვეტს. თუმცა, ამერიკის საელჩო მას ვიზას არ აძლევს, ხოლო ამერიკაში მოხვედრა სხვა გზებით მას ძალიან ძვირი უჯდება. და მაინც, ქალი რისკავს: ყიდის სახლს, ხოლო ფულს უცნობ მამაკაცს გადასცემს, რომელიც მას „ოცნებების ქვეყანაში“ ვიზას ჰპირდება. სინამდვილეში კი ის ჩვეულებრივი თაღლითია, რაც ანას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ეკა დემეტრაძე ასრულებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება