22 ოქტომბერი, 16:00 სთ., აუდიტორია #605
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, სამართლის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “პროფესია მოსამართლე”;
სპიკერი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - ეკატერინე გასიტაშვილი;
შეხვედრის მიზანია უკეთ გავიცნოთ მოსამართლის პროფესია, მათ შორის, მათი პასუხისმგებლობები, გამოწვევები და ეთიკური მოსაზრებები. ასევე, წარიმართება დისკუსია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, სასამართლო სისტემის ტენდენციებსა და სასამართლო სისტემის ახალ გამოწვევებზე.
მსგავსი სახის შეხვერები ახალისებს უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელობას იურიდიულ სფეროში, აკავშირებს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რათა იყვნენ მეტად ინფორმირებულნი საკუთარ კარიერულ განვითარებაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება