21 სექტემბერი, 14:00 სთ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ ერთობლივი საჯარო შეხვედრა თემაზე: „ქალი ლიდერები ფინტექში“.
ღონისძიებას გახსნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, ხოლო მოდერაციას გაუწევს „საქართველოს ფინტექ ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით კიკვიძე.
შეხვედრის ძირითადი მომხსენებლები იქნებიან:
იაკო ჯიქია - United Payment Georgia-ს ბიზნესის განვითარების და ოპერაციების დირექტორი;
მარიამ რუსისშვილი - Lightspeed Digital-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
ირინა ალექსიშვილი - პაშა/რე-ბანკის დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საცალო ბანკინგის პროფესიონალი, Agile პროექტების მართვის სპეციალისტი, PMI-ACP.
შეხვედრა მიძღვნილი იქნება გაეროს მდგრადი განვთარების მიზნებისადმი: ეკონომიკური ზრდა, თანასწორობა, მშვიდობა და თანამშრომლობა.
შეხვედრის ადგილი: აუდიტორი #401, UN SDG - ლაბორატორია
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/hoQA8PbJx6b5GWHTA
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება