14 ნოემბერი, 13:00 სთ., აუდიტორია 101;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის კოლაბორაციით გაიმართება დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება;
წინასწარ მომზადებულ სპეციალურ პუნქტებში CIU-ს სტუდენტების ჩართულობით CMC-ში იმ დღეს მისულ ყველა ადამიანს სისხლში შაქრის დონეს გლუკომეტრით უფასოდ შეუმოწმებენ;
დღის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისა და პრევენციის აქტუალური საკითხები“;
დამატებითი ინფორმაციისთვის:
შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს სისხლში გლუკოზის დონის მატებით. ჯანდაცვის მსოფლიო და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით დიაბეტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 14 ნოემბერს აღინიშნება.
სპიკერის შესახებ:
ნინო თედორაძე არის კავკასიის მედიცინის ცენტრის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტესის მიწვეული ლექტორი ენდოკრინოლოგიის მიმართლებით. ნინო თედორაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლავთ რამდენიმე ეროვნული გაიდლაინის თანაავტორი. ის ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რომელთა შორისაა: ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაცია (ESE), ESE-ის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა და მეცნიერთა ასოციაცია, ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაცია (ETA), ამერიკის ენდორკინოლოგთა ასოციაცია (ES), საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM). იგი მუდივად ესწრება საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს, ხშირად აქვს მოხსენებები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება