საქართველო ღვინის სამშობლოა, ვაზი კი, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო. ეს ჩვენი ისტორიაა, რომელმაც შექმნა ტრადიციები, გემოვნება, სიყვარული... აქედან იწყება გზა ვაზისა და ღვინის შემეცნებისკენ.
CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია აბიტურიენტებისთვის იწყება!
პროექტის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროფესიას და იმუშაონ პრაქტიკოს მენტორებთან.
პროექტი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.
მასტერკლასები ჩატარდება ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე.
აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შემოგვიერთდი და გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3mQHuOz
პროექტის განრიგი:
23 მარტი, 20:00 სთ. - „მევენახეობა-მეღვინეობის კარიერული პერსპექტივები საქართველოსა და მსოფლიოში“ - ლაშა ბოდაველი, მეღვინეობა „ეთნო ოკამის გენერალური მენეჯერი“, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
24 მარტი, 20:00 სთ. - „მევენახეობის მიკროზონები და რეკომენდირებული ვაზის ჯიშები“ - შენგელი კიკილაშვილი, აგრარული მეცნიერებების დოქტორი, ღვინის კომანია „შუმის“ ამპელოგრაფი, ღვინის კომპანია "ეთნო ოკამის" ხარისხისა და ლაბორატორიის უზრუნველყოფის მენეჯერი, CIU-ს ლექტორი;
25 მარტი, 20:00 სთ. - „XXI საუკუნის შესაძლებლობები მეღვინეობაში“ - საბა ქიტიაშვილი, ენოლოგი და სერტიფიცირებული სომელიე, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, ღვინის კომპანია „შუმის“ სომელიე, კომპანია “Spring Fields“-ის დამფუძნებელი, CIU-ს ლექტორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება