კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი და Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია თანამშრომლობას იწყებენ.
11 აპრილს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრა და მხარეთა შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან, კახაბერ კორძაია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი და მარიკა კლდიაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაცია SMEDA-ს პრეზენტაციას წარადგენს, გიგა ფაიქიძე - Smeda მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, ხოლო „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები საქართველოში“ შესახებ, Piece of BBN-ის დამფუძნებელი, SMEDA-ს მიერ შექმნილი ციფრული აქსელერაციის პროექტის - ”Starta“-ს მონაწილე - ანა ლაცაბიძე ისაუბრებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებული არსებული რეალობა და გამოწვევები საქართველოში“.
ცნობისთვის, SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/411Eii4
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება