მიზნები, ამოცანები და შემადგენლობა
სამსახურის მიზნები:
- უწყვეტი განათლების იმპლემენტაცია უნივერსიტეტსა და საზოგადოებაში;
- პროგრამების შემუშავება სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ასევე, სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით;
- ფართო საზოგადოებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგების, კურსების, პროგრამების მომზადება და შეთავაზება;
- ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების ცნობიერების გაღრმავება ფართო საზოგადოებისთვის მოკლე კურსების შეთავაზების გზით;
- სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის შექმნა და დარგობრივი ტრენინგების შეთავაზება;
- უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
- ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამების საშუალებით.
სამსახურის ამოცანები:
-
- საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პროგრამების პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა;
- მსმენელების ჩარიცხვა, სერტიფიკატების დამზადება, შესაბამისი აღრიცხვის წარმოება;
- საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ;
- ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვა უცხოელებისათვის;
- რეგულარული და დარგობრივი უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება;
- ადმინისტრაციული პერსონალის მუდმივმოქმედი პროგრამის განხორციელება ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით;
- ღონისძიებების დაგეგმვა კულტურული და შემეცნებითი ელემენტებით.
სამსახურის შემადგენლობა:
- სამსახურის უფროსი;
- კოორდინატორი;
- ენების ცენტრის კოორდინატორი;
- სპეციალისტი.