კურსი - რადიო, როგორც მულტიმედია რესურსი.
მიზანი - მულტიმედიურ სივრცეში ხარისხიანი რადიოპროდუქტის შექმნა.
პროგრამის მონაწილეებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა რადიოჟურნალისტიკის სფეროში; ჩამოუყალიბდეთ რადიოპროექტების შექმნის მოტივაცია, ამ დარგში წარმატებისთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მუშაობის უნარ-ჩვევები.
ტრენინგ-კურსის დასრულების შედეგად სტუდენტი მიიღებს
რადიო პროდუქტის შესაქმნელად სხვადასხვა მხატვრული და ტექნიკური ხერხების ცოდნას.
პროგრამის მონაწილეს შეეძლება აუდიო მასალის დამუშავება, რედაქტირება, მონტაჟი. დამოუკიდებლად რადიო გადაცემის აწყობა და პირდაპირ ეთერში გაშვება. რადიო-ფილმების მომზადება. ტრენინგ-კურსი სპეციალური სავარჯიშოებით, სტუდენტს საშუალებას აძლევს დახვეწოს მეტყველება, რაც რადიოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კურსს გაუძღვება: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, პირველი არხის საქართველოს რადიოს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი სოფიო კიკვაძე.
კურსის განხორციელების პერიოდი: 02.04 - 02.06.2019
კურსის ხანგრძლივობაა: 2 თვე
კვირაში გაიმარტება სამი შეხვედრა, ორი ჯგუფური და ერთი ინდივიდუალური (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება