კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ცხადდება მიღება სასერტიფიკატო კურსზე - „ღვინის ტურიზმი“.
კურსს გაუძღვებიან გამოცდილი ქართველი და ესპანელი ტრენერები. კურსის ფარგლებში დაინტერესებული პირები მიიღებენ/გაიღრმავებენ ღვინის ტურიზმის მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
კურსის შინაარსი
I შეხვედრა - რა არის ღვინის ტურიზმი და რისგან შედგება ის
ტრენერი: ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია BeMICE (ბიმაის) დირექტორი/თანადამფუძნებელი.
II შეხვედრა - ღვინის ტურიზმის ისტორია საერთაშორისო ჭრილში
ტრენერი: ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (ბარდელონას უნივერსიტეტი), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.
III შეხვედრა - ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნა და ბაზარზე გატანა
ტრენერი: ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი; ტურიზმის პროფესორი CETT საუნივერსიტეტო სკოლაში (ბარდელონას უნივერსიტეტი), ღვინის ტურიზმის ექსპერტი.
IV შეხვედრა - ღვინის ტურიზმის მარკეტინგი, ვიზიტორების სეგმენტირება და მომსახურების კულტურის შექმნა.
ტრენერი: - ვიკა შარია, ტურიზმის დარგის ექსპერტი, ტრენერი, ლექტორი. კომპანია BeMICE (ბიმაის) დირექტორი/თანადამფუძნებელი.
V შეხვედრა - ღვინის დეგუსტაციის ხელოვნება
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
VI შეხვედრა - ღვინის დეგუსტაცია და სერვირება (პრაქტიკა)
ტრენერი: საბა ქიტიაშვილი, შპს ეთნო ოკამი - მთავარი მეღვინე; ღვინის ეროვნული სააგენტო - სადეგუსტაციო კომისიის წევრი; ღვინის კომპანია შუმი - ბრენდ ამბასადორი; შპს სფრინგ ფილდს - დამფუძნებელი / მთავარი მეღვინე.
VII შეხვედრა - ქართული გასტრონომიული კულტურა და ღვინო
ტრენერი: დალილა ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი.
VIII შეხვედრა - ღვინის ტური „იაგოს მარანში“
სპიკერები: იაგო ბიტარიშვილი – მეღვინე, ქართული ბიო ღვინის მწარმოებელი, „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი (სოფელი ჩარდახი).
მარინა კურტანიძე - მეღვინე, ქართული ბიო ღვინის მწარმოებელი.
ტრანსპორტირება ტრენინგის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
ტრენინგის დეტალები:
თარიღები:
24, 27, 29 ივნისი,
1, 4, 6, 8, 9 ივლისი
კვირაში სამი დღე, 2/3 საათი დღეში
საათების ჯამური რაოდენობა: 22 სთ.
ღირებულება - 550 ლარი
4 წარმატებული კურსდამთავრებული მოიპოვებს ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობას ესპანეთში.
სერტიფიკატი:
კურსდამთავრებულს გადაეცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/MDPXzRnpx442Vv3M7
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge.
ტრენინგ ცენტრი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება