5, 6 და 7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტრენინგი: „საკომუნიკაციო უნარები იურისტებისთვის“ გაიმართება.
იურისტის პროფესია ზეპირი და წერითი კომუნიკაციის სათანადო უნარების ფლობას მოითხოვს. თანამედროვე ციფრულ ერაში ეფექტიანი კომუნიკაცია მიზნებისა და ამოცანების მიღწევის საშუალებაა. შესაბამისად, კურსის ფარგლებში შეძლებთ განავითაროთ/გაიუმჯობესოთ საკომუნიკაციო უნარები, რაც აუცილებელია თქვენი პროფესიული წარმატებისა და წინსვლისათვის. ტრენინგი ჰარვარდის სამართლის სკოლის მოლაპარაკებების პროგრამას ეფუძნება.
ტრენერი - ხათუნა ბურკაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის კურსდამთავრებული.
მონაწილეებმა გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე საკომუნიკაციო შესაძლებლობების, მათ შორის ციფრული პლატფორმების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ეფექტიან კომუნიკაციას იურისტსა და კლიენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;
მონაწილეები გაეცნონ იურიდიული ფირმების საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების წესსა და მიდგომებს, რომლებიც კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ;
კლიენტისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის გზავნილების სწორად მიწოდების ტაქტიკის შესწავლასა და ნდობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორების გაანალიზებას;
დარწმუნების თანამედროვე ტექნოლოგიების მიმოხილვას, საჯარო გამოსვლების როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური საკითხების გაანალიზებას კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.
კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსი იურისტებისთვის, იურიდიული ფირმებისა და გარე აუდიტორიისთვის.
აღნიშნულ ტრენინგზე CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/E5cyk
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: t.ly/h1hOL
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება