შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ განმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართა.
სტუდენტებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ესაუბრა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძეც.
ახალგაზრდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს. კამპანიის სლოგანია _ „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი _ ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება