20 მაისს, 18:00 საათზე, ბათუმის ბენზეს მუსიკალურ ცენტრში „სტუდენტური დღეები 2013“-ის ეგიდით თანამედროვე სიმღერების კონკურსი გაიმართა.
კსუ-ს სახელით მსმენელის წინაშე ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი თიკა ირემაშვილი წარსდგა. მან პირველი ადგილი მოიპოვა და გამარჯვებული გახდა.
უნივერსიტეტმა თიკა ირემაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა.
კსუ-ს ადმინისტრაციამ გულშემატკივართა ტრანსპორტირება-დაბინავების ხარჯებიც გაიღო.
ვულოცავთ თიკა ირემაშვილს მოპოვებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება