პოლონეთში, ქალაქ გლდინიაში, ბიზნესისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტში მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ლექცია-სემინარები და დისკუსიები ეწყობოდა თემებზე: როგორ შევუწყოთ ხელი პროდუქციის გატანას გლობალურ ბაზარზე; როგორ ფუნქციონირებს გლობალური ქსელი; როგორ გავუგოთ უკეთ უცხოელ მომხმარებელს და როგორ მივუსადაგოთ გასაყიდ პროდუქციას სლოგანი.
სტუდენტები სარეკლამო ვიდეოებისა და ,,სთოფ მოუშენ" ტექნიკით ფილმების გადაღების ძირითად პრინციპებსაც დაეუფლნენ.
სასწავლო კვირეული, გარდა სასემინარო მუშაობისა, დატვირთული იყო სხვადასხვა ინტერკულტურული ღონისძიებით, ექსკურისიითა და აქტივობით. კსუ-ს დელეგაციამ სარეკლამო კლიპის მომზადებაშიც მიიღო მონაწილეობა და გადაღებისა და დამონტაჟების პროცესშიც აქტიურად ჩაერთო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება