კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი – კახაბერ კორძაია, საქართველოში ევროსაბჭოს მისიის თავმჯდომარის მოადგილე – ბორის იაროშევიჩი, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – იონას პასლაუსკასი, საქართველოში უკრაინის საქმეებში დროებითი რწმუნებული – ემილია მაცანი, შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი - დებორა ბასქორი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის ინსტიტუტის პრეზიდენტი – ჯონ მაკდონალდი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
პლენარულ სესიაზე მოხსენება წაიკითხეს: უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა დიმიტრი ტრეტიაკოვმა, კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ, ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მაისაიამ.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა ექსპერტებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, საქართველოსა და რუსეთის საზოგადოებრივი და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
„თვეში ერთხელ, ჩვენ ვატარებთ საერთაშორისო მრგვალ მაგიდას, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა საკითხებს, რაც საინტერესოა ეუთოსათვის და რეგიონისათვის. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა კავკასიაში უსაფრთხოებასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან უნივერსიტეტში მობრძანდა ჯონ მაკდონალდი“, – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა კახაბერ კორძაიამ.
კსუ აცნობიერებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი დიპლომატებისა და კონფლიქტოლოგებისათვის, ამიტომ ასეთი შეხვედრები უნივერსიტეტში პერმანენტულად გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება