6 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კავკასიის საერთაერთაშორისო უნივერსიტეტის ზამთრის სკოლის აქტივობები გაიმართა.
სკოლის მეორე დღე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის წარმომადგენლის, თორნიკე გოგისვანიძის ლექციას დაეთმო თემაზე: „საარჩევნო სისტემის სიახლეები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თავისებურებები“.
ადგილობრივი თვითმმართველობის ზოგადი მიმოხილვით აუდიტორიის წინაშე წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ბაკურ ხუბულავა, ამავე ნაწილში კი სკოლის მსმენელებს პრაქტიკული დავალებები მიეცათ.
CIU-ს ზამთრის სკოლა, რომლის მხარდამჭერიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოა, 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და თეორიულ საკითხებთან ერთად, მრავალფეროვანი პრაქტიკული აქტივობებით არის დატვირთული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება