CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მარიკა კლდიაშვილმა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს უმასპინძლა.
არაფორმალურ გარემოში შეხვედრის ფარგლებში, დეკანმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა თავის განვლილ კარიერულ გზაზე და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.
დეკანმა ისაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე, სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი - თეა ქასრაძე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრების ციკლი „ყავაზე დეკანთან“ მომავალშიც გაგრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება