27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ხვიჩა ხოზრევანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „თალიბანი და ავღანეთის სახელმწიფოს გამოწვევები“.
სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია კაპანაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე და ისტორიის დოქტორი, აკად. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მკვლევარი სიმონ გურეშიძე.
ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები არიან ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლილი ხარჩილავა.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვიჩა ხოზრევანიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება