წარმატებით დასრულდა ტრენინგკურსი „პროექტის მართვა“, რომელსაც უძღვებოდა ნინო გორგაძე, PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) საერთაშორისო სერტიფიცირების მფლობელი.
კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ როგორც სხვადასხვა სფეროს/კომპანიის წარმომადგენელ დაინტერესებულ პირებს, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
ტრენინგის ფარგლებში სწავლებისთვის გამოიყენებოდა პროექტზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდი, რომელიც აგებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით: PMBOK 7th, Project Management Body of Knowledge, by Project Management Institute (PMI); მიუყვება ISO 21500:2012, Guidance on Project Management და IPMA ICB 4.
აღსანიშნავია, რომ 24-საათიანი ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება