3 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ტელე-რადიოჟურნალისტიკის ვორქშოპი გაიმართა.
CIU-ს მულტიმედია ცენტრის კორესპონდენტმა და რადიოწამყვანმა, სოსო გაზდელიანმა მოსწავლეებს რადიომაუწყებლობის სპეციფიკა გააცნო. მონაწილეებმა რადიოსტუდიაში ხმა ჩაწერეს და აუდიოპლატფორმებისთვის დაამუშავეს.
ტელეეთერისათვის ახალი ამბების მომზადების პრინციპებსა და ტექსტზე მუშაობის ტექნიკაზე მოსწავლეებს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ლიკა ზამბახიძე ესაუბრა. მონაწილეებმა საკუთარი ძალები კამერების წინაც მოსინჯეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიასკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ზაზა ცოტნიაშვილი მოსწავლეებს სასწავლო პროცესში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებზე ესაუბრა. მან მონაწილეებს დარგში არსებული თანამედროვე ტენდენციები გააცნო.
პროექტი CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორის, მარინე უგულავას ხელმძღვანელობით განხორციელდა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მოსწავლეთა პროფესიული ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი პროექტები პერმანენტულად ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება