25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „ჩვენ და საზოგადოება“, ღონისძიების ფარგლებში კი გაიმართა კინოფილმის - „გამჭვირვალე სამყარო“ - ჩვენება და შემდგომი დისკუსია.
ღონისძიება მიეძღვნა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გამოწვევებსა და საჭიროებებს. დისკუსიის სპიკერები გახლდათ კინომცოდნე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან კვარაცხელია, ფილმის „გამჭვირვალე სამყარო“ რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი და ფსიქოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ანანო ბუბუტეიშვილი.
ცნობისთვის, ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“ ცნობილი კინოოპერატორის, დავით გუჯაბიძის ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი აუტისტური სპექტრის მქონე 26 წლის ბექაა, რომელსაც მამა პროფესიის დაუფლებაში ეხმარება - ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად, ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. მისი ფოტოგამოფენა ახლახან გაიმართა. მამის მოთმინებისა და გაგების უნარი შვილს ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას აჩვევს, საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში არწმუნებს.
შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აუტისტური სპექტრის საკითხებზე და წაახალისა ღია დიალოგი საზოგადოებაში არსებული სტიგმების დასაძლევად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება