12 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ვებინარი თემაზე „პერსპექტივები სტუმარმასპინძლობის სფეროს მომავალი წარმომადგენლებისთვის".
ვებინარს უძღვებოდა სასტუმრო "Holiday Inn Telavi"-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, თამარ ახალბედაშვილი, შეხვედრას კი ესწრებოდნენ ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, ლალი მიქელაძე და ამავე პროგრამის სტუდენტები.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა თავის კარიერაზე სტუმარმასპინძლობის სფეროში, რა გზა გაიარა წარმატებამდე და ზოგადად, რა გამოწვევების წინაშე დგანან ტურიზმის სფეროში დასაქმებულები. ასევე, ისაუბრა არსებულ პერსპექტივებზე სტუმარმასპინძლობის სფეროს მომავალი წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ პრაქტიკული კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ასევე, მათ მიიღეს რჩევები სტუმარმასპინძლობის სფეროში კარიერის სწორად დასაგეგმად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება