28 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისთვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ მაისაიას სამეცნიერო სემინარი გაიმართა თემაზე: „COVID-19-ის საფრთხის გეოპოლიტიკა და საინფორმაციო ომის წინაპირობა – ლუგარის ლაბორატორიის საქმე“.
სპიკერმა სემინარს ფარგლებში მიმოიხილა ისეთი საკითხები როგორიცაა: კოვიდ 19-ის წარმოშობა და მისი გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე; სიმეტრიული და ასიმეტრიული საფრთხეები; ჰიბრიდული ომი და მისი კომპონენტები; მეოთხე თაობის ომი და სხვა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა, რასაც აუდიტორიაში აქტიური დისკუსია მოჰყვა.
სამეცნიერო სემინარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება