17-19 მაისს პოლონეთში ქალაქ ტორუნში გაიმართა „მე-10 საერთაშორისო წყნარი ოკეანის და აზიის სამეცნიერო კონგრესი“, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტორუნის ნიკოლაი კოპერნიკის უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და პოლონეთის წამყვანი უნივერსიტეტები.
კონგრესზე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამისა და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა. ვახტანგ მაისაიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ჩინეთის თავდაცვის პოლიტიკა, სამხედრო რეფორმა და მისი გეოსტრატეგიული გავლენა ეროვნულ სამხედრო შესაძლებლობებზე“, ხოლო ალიკა გუჩუამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გეოპოლიტიკური კოდი და საგარეო პოლიტიკური პროცესი“. კონგრესში მონაწილობა მიიღეს ევროპის, აზიის და წყნარი ოკეანეთის წამყვანი სამეცნიერო-აკადემიური მაღალი წრის წარმომადგენლებმა და უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა.
17 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრს, ევროპარლამენტარ კაროლ კარსკის შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები, განსახორციელები რეფორმები და უმაღლესი განათლების მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
20 მაისს კი ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ პოზნანში, ადამ მიცკევიჩის პოზნანის უნივერსიტეტში, სადაც შეხვედრა გამართეს პოლიტიკის მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ანდჟეი სტელმაჩთან, რომელიც ამავე დროს გახლავთ Scopus-ში ინდექსირებული საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალის „სტარეტგიული ხედვის“ ბორდის თავმჯდომარე.
პროფესორ ანდჟეი სტელმაჩთან განხილული იქნა ერთობლივი სადოქტორო, სამაგისტრო და საბალავრო პროგრამებისა და კვლევების განხორცილების საკითხები. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და Erasmus + პროგრამაში CIU-ს სტუდენტების, პროფესორებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართვა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადამ მიცკევიჩის პოზნანის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, გამართავენ ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.
პოზნანის უნივერსიტეტში ვიზიტისას დაიგეგმა აქტიური თანამშრომლობა „სტრატეგიული ხედვის“ სამეცნიერო-კვლევით ჟურნალში CIU-ს პროფესორების სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების თაობაზე. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დაისახა კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი სახის ღონისძიებების განხორციელების საკითხი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება