27 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მხარეებს შორის ითვალისწინებს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო დოკუმენტების ასლების მიწოდებას უნივერსიტეტისთვის და ერთობლივი პროექტების განხორციელებას (გამოფენები, ბეჭდური მასალების მომზადება).
მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება