16 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი CIU-ის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა, ზაალ სარაჯიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმით გათვალისწინებულია მხარეებს შორის ერთობლივი ღონისძიებები და სემინარები, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას.
დოკუმენტის ხელმოწერამდე გაიმართა სდსს ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლის, პერსონალური და სამოქალაქო თავდაცვა/უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტის, გიორგი მკურნალიძის საჯარო ლექცია, რომელიც პერსონალური და სამოქალაქო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს ეხება. ასევე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
ლექციას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება