კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და შჩეცინის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით; მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაციას, სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება