17 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტს (ირანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ჰასან იუსუფზადემ მოაწერეს. მხარეებს შორის შეხვედრას ესწრებოდნენ CIU-ს საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, მაია კაპანაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი, სვეტლანა კირაკოსიანი. ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის დელეგაციაში უნივერსიტეტის რექტორთან ერთად იმყოფებოდნენ ქამრან მამედოვი და რაშიდ ქაზიმოვი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
მოგვიანებით შეხვედრა ირანისტიკის კაბინეტში გაგრძელდა, სადაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და დაგეგმეს ის სამეცნიერო პროექტები, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში უნდა გახორციელდეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება