19-23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სხვადასხვა საფეხურისა და ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა უფასო ტრენინგკურსი თემაზე: „საჯარო გამოსვლები“.
ტრენინგს უძღვებოდა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი და წიგნის ,,საჯარო გამოსვლები და აუდიტორიის ეფექტური მართვა” ავტორი - ჟანა ასანიძე.
კურსის ფარგლებში CIU-ის სტუდენტებმა შეისწავლეს საჯარო სიტყვით გამოსვლის მომზადების ეტაპები, სიტყვით გამოსვლის ტექნიკები, ასევე, მსმენელისთვის საჯარო სიტყვით გამოსვლაში არსებული უახლესი ტენდენციები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება