13 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ორგანიზებით, „ევრომელანომა 2024-ის“ ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს უფასო კონსულტაცია გაეწიათ.
ევრომელანომა კანის კიბოს პრევენციის პან–ევროპული კამპანიაა, რომლის მიზანიცაა მიაწოდოს ინფორმაცია ყველას და გააძლიეროს მეთვალყურეობა კანის კიბოს პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.
2012 წლიდან საქართველო გახდა ევრომელანომის კამპანიის წევრი ქვეყანა. მისი ორგანიზატორი საქართველოში არის „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“, რომელშიც გაწევრიანებული არიან დერმატოლოგები, ონკოლოგები, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგები და ესთეტიკურ მედიცინაში მომუშავე ექიმები.
„ევრომელანომა - 2024“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პირებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კანის კიბო ან მელანომა, მათ სამედიცინო მეთვალყურეობას, სოციალურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. შესაბამისად, წლევანდელი ლოზუნგია - „იცხოვრე და ისწავლე”, ასევე - „ისწავლე ცხოვრება”.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება