5 ოქტომბერს ტურიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განვითარებისთვის დარგობრივი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა, ასევე სტუმრებს მიმართეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, მარიკა კლდიაშვილმა და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ.
შეხვედრაზე დაჯილდოვდნენ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმატებული ორგანიზაციების ხელმძღვანელები: ჰოტელიერი - შალვა ალავერდაშვილი; აღმოაჩინე საქართველო | Discover Georgia-ს დამფუძნებელი, დირექტორი - ნინო კეკელიძე; სასტუმრო ბილთმორი | The Biltmore Hotel Tbilisi, HR - ნათია მელაძე; საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი - ნატა კვაჭანტირაძე; Horeca Hotel Star Georgia, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - ქეთი მელაძე; Accor Academy Europe North Africa-ს რეგიონალური სწავლებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ბურჯალიანი; არასამთავრობო ორგანიზაციის „ტურიზმი და რეალობის“ (Tourism & Reality) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ეკა დევიძე.
აღნიშნული კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და სტუდენტების პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმებაში, ამავე კომპანიებში კი ყოველწლიურად ათობით სტუდენტი გადის პრაქტიკას.
დღის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ კომპანიასთან :, სასტუმრო Horeca Hotel Star Georgia-სა და დარგობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია Tourism & Reality-სთან.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორთა მხრიდან ხაზი გაესვა ტურიზმის ბიზნესსექტორისა და უმაღლესი განათლების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების გაძლიერებას, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და თითოეული სტუდენტის კარიერული განვითარების მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება