15-16 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ-ში“, შემაჯამებელი ვორქშოპი გაიმართა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ.
აღნიშნულ ვორქშოპზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიატი ნანა პარინოსი.
აღსანიშნავია, რომ ნანა პარინოსი მონაწილეობდა დარგობრივი ინგლისურის (ESP English) მოდულის შემუშავებაში. მან ვორქშოპზე წარადგინა მისი ავტორობით შემუშავებული სასწავლო გეგმა, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა შვიდი მოდული: სამეწარმეო მოდული; სამედიცინო ინგლისური ენის მოდული; იურიდიული ინგლისური ენის მოდული; ხელოვნებასა და მეცნიერებაში ვიზუალური კომუნიკაციის მოდული; ბიზნეს ინგლისური ენის მოდული; საზღვაო ინგლისური ენის მოდული; აკადემიური წერის მოდული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ზემოხსენებული მოდულების შემუშავება მიმდინარეობდა 15 თვის განმავლობაში. იგი განხორციელდა University College London-ის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება