18 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი და CIU-ის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, რომელმაც მსმენელს დეტალურად გააცნო სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურის ძირითადი მახასიათებლები, ციტირების სტილები, წყაროების გამოყენება და დამოწმება სამეცნიერო ნაშრომში, სამეცნიერო ნაშრომის საზღვარგარეთის ჟურნალებში გამოქვეყნება-მოძიება, გაფორმების მეთოდები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება