13 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ცენტრის ბაზაზე, სუპერლიგის, „ა“ ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებზე მომსახურე სამედიცინო პერსონალს, ერთდღიანი ტრენინგი - „მედიკამენტების მენეჯმენტი სპორტში“ - ჩაუტარდათ (ტრენერები - ეკატერინე ყიფიანი, მაკა გაბიძაშვილი, ლაშა დოლიძე).
ტრენერებმა სამედიცინო პერსონალს იმ სიახლეების, მეთოდებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო სამყაროში მიღებულ და კარგად აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, მსგავსი ტიპის ტრენინგ-სემინარები, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ბაზაზე მომავალშიც გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება