18 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სადიპლომო ნაშრომზე მომუშავე სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „პლაგიატი მეცნიერებაში“.
ტრენინგს DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი, სტატიის რეცენზიის ექსპერტი (Web of Science), ჟურნალთა მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი/თარჯიმანი ნათია გაბედავა უძღვებოდა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე ცნობიერების ამაღლება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაფორმებული აქვს ხელშეკრულება Turnitin-თან, რომელიც არის ორიგინალობის შემოწმებისა და პლაგიატის პრევენციის სერვისი და ამოწმებს ნაშრომებს არასწორ ციტირებასა თუ კოპირებაზე.
ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება