14-17 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, CIU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ტრენინგი „ გადაუდებელი დახმარების საკითხები“ გაიმართა.
ტრენინგს უძღვებოდნენ მაკა გაბიძაშვილი, ექიმი, CIU-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის და ამერიკის გულის ასოციაციის აკრედიტებული ტრენერი და ნანო შვანგირაძე, თსსუ, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, პირველადი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი.
აღნიშნული ტრენინგი, რომლის მიზანსაც პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა წარმოადგენდა, დღის განმავლობაში ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი იღებდა.
ტრენინგზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება