12 მარტს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, CIU-ს იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,,ახალი თაობის ხიდი“ წევრებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ხოლო თანახელმძღვანელები - იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი რევაზ ბერულავა და სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბის - „ახალი თაობის ხიდის“ წევრებისთვის ტრენინგები ჩაატარეს:
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, CIU-ს სამართლის სადოქტორო -საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა - თინათინ ნიბლოშვილმა (თემა - პირადი არაქონებრივი უფლებები).
ექსეპერტმა ნატოს საკითხებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიის ყოფილმა წევრმა, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა- არინა თავაქარაშვილმა (თემა - ადამიანის უფლებები და სამოქალაქო ღირებულებები).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება