31 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ტრენინგი „ახალგაზრები სწორი არჩევანისთვის“ გაიმართა.
ტრენინგს არასამთავრობო ორგანიზაცია - „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე თინათინ დოლიძე და ცესკოს ტრენერი ირმა ჩემია უძღვებოდნენ. ტრენინგის ფარგლებში მომხსენებელმა სტუდენტებს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები, ხმის მიცემის პროცედურები, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება და საარჩევნო პროცესების მართვის სპეციფიკა გააცნო. ასევე ისაუბრა საარჩევნო სამართლის პრინციპებისა და საქართველოში არჩევნების ისტორიასთან დაკავშირებით.
ტრენინგის მეორე ნაწილში კსუ-ს სტუდენტებმა არჩევნების დღის სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას საარჩევნო პროცედურაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია თბილისში უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპების შესახებ, საქართველოს სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება