18 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ტომას ბატას უნივერსიტეტის (ზლინი, ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი პატრიკ ფოლტინი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ტომას ბატას უნივერსიტეტი ჩეხეთის რესპუბლიკის საუკეთესო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორისაა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი მასთან 2022 წლიდან თანამშრომლობს.
ტომას ბატას უნივერსიტეტი CIU-ს სტუდენტებს სთავაზობს კურსებს ტექნოლოგიის, ეკონომიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ჯანდაცვისა და გამოყენებითი ინფორმატიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე, აქცენტი სწორედ აღნიშნული მიმართულებებით გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება