„სწავლების ინოვაციური მეთოდები მედიცინაში“ - კსუ-ში მასტერკლასი ჩატარდა 11-12 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მასტერკლასი - „სწავლების და სწავლის ინოვაციური მეთოდები მედიცინაში“ - ჩატარდა.
ტრენინგს, კსუ-ს პარტნიორი ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი გლორია კუანტანილა გაუძღვა. მასტერკლასი ორიენტირებული იყო სწავლების პროცესში ახალი სტრატეგიის შემუშავებასა და განვითარებაზე, უკუქცევით სწავლებასა და სწავლაზე.
მასტერკლასის სამუშაო ენა იყო ინგლისური. მასტერკლასი ორ ცალკეულ სესიად ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისთვის. მასტერკლასის დასრულების შემდეგ პროფესორი კსუ-ს რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდა, სადაც კსუ-სა და ალკალას უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულები და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება