კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2025-ის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„ლისი ლემანსის“ სივრცეში გამართულ აქტივობას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 800-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი ესწრებოდა, ჯამში კი ღონისძიებაში 30-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
ესტივალის გახსნისა და მიმდინარე დღეებში, აღსანიშნავია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატება გუნდურ თუ ინდივიდუალურ სპორტულ სახეობებში:
„სტუდფესტი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.
„სტუდფესტი 2025“ ემსახურება: ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას; ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას; ახალგაზრდებს შორის კულტურული და შემოქმედებითი იდეების გავრცელებას; ინტერაქტიური აქტივობების საშუალებით სტუდენტების პროფესიული და ინტელექტუალური უნარების განვითარებას; ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინოვაციური იდეების წარმოსახვის ხელშეწყობას; ერთიანი სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტები შეძლებენ ურთიერთობას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის მიღებას.
ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გრძელდება, მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას და კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას. ახალგაზრდული ფესტივალი, გარდა სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებისა, გულშემატკივრის პრიზსაც ითვალისწინებს. „სტუდფესტში“ მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეუძლიათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება