„სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში, ფუტსალის ტურნირი გაიმართა.
გათამაშებაში ჩემპიონობა და ოქროს მედლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა მოიპოვა.
ცნობისთვის, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს. ფესტივალი სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება