20 აპრილს, „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში, ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირზე გამარჯვება და ოქროს მედლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა შემდეგი შემადგენლობით: ელენე მეშველიანი, მარიამ კობახიძე, დაჩი გამეზარდაშვილი, გურამ ჭიღლაძე და
გიორგი მეზურნიშვილი.
ცნობისთვის, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს. ფესტივალი სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება