17 აპრილს, „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში, ძიუდოს ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება და ოქროს მედალი მოიპოვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნიკა ხარაზიშვილმა.
აღნიშნული გამარჯვებით ნიკა ხარაზიშვილმა „ევროუნივერსიადის“ საგზურიც მოიპოვა.
„სტუდფესტის“ ძიუდოს ტურნირზე ასევე მონაწილეობდნენ CIU-ს სტუდენტები: ხვიჩა ზერეკიძე, გიორგი თადიაშვილი, ლაშა გორგაძე და გიორგი ბორაშვილი.
ცნობისთვის, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს. ფესტივალი სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება